15 მარ 2019 11:14 381

გოაში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

 

 

ინდოეთში, გოაში საქართველოს ოთხი მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

 

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, საქართველოს მოქალაქეებმა ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე სოფელ სიოლში სახლიდან ნაღდი ფული და ოქრო მოიპარეს. მათივე ინფორმაციით, ბრალდებულები ქურდობიდან ხუთ საათში დააკავეს.