15 მარ 2019 16:32 5639

„კუნთებდაბერილი პლეიბოი ქაცარავა წვერით ჩამოათრიეთ აქ და მორჩეს ეს პაკაზუხობა“

 

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს:

 

„ხურვალეთში „გამაგრებული“ კუნთებდაბერილი პლეიბოი ქაცარავა იმ წვერით ჩამოათრიეთ აქ და მორჩეს ეს პაკაზუხობა, ომის პროვოცირება უნდათ ახლა ამ ტაკიმასახარებს, არაა საზღვარი გადმოწეულიოო, არა და არც რუსები გადმოსულან შეარაღებულიოო - სუსმა გააკეთა განცხადება!

 

გეყოთ ამ ყოველ 10 წელში ომის ინსცენირება, ამოიხოცა საჯიშე ბიჭები, 21 საუკუნეა, ცივილურად დაიწყეთ ლაპარაკი რუსეთთან! ეს რა ჭირი გვჭირს საუკუნეები ქართველებს, სულ ხოცვა ჟლეტვისკენ გვაქვს მიდრეკილება!“

 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხურვალეთში ოკუპანტები შევიდნენ.

×