15 მარ 2019 18:07 6118

რა ვითარებაში იპოვეს გიგი გეგეჭკორის ცხედარი

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკარგულ გიგი გეგეჭკორთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება, მიმდინარე წლის 9 მარტს, 1992 წელს დაბადებული გიგი გეგეჭკორის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით. "112"-ში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო. 

 

შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ გიგი გეგეჭკორი 9 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, გავიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მდებარე სახლიდან. სადაც ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მიღებული შეტყობინებისთანავე პოლიციამ და სამაშველო სამსახურმა მყისიერად დაიწყეს დაკარგული პირის ძებნის სამუშაოებში. 7-დღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, 15 მარტს გიგი გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს", - აღნიშნულია განცხადებაში.