20 მარ 2019 00:21 2798

,,პრეზიდენტს როგორ შეჰბედე შეკამათებაო, ნერვებს გაუფრთხილდით!”

ინგა გრიგოლიმ სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს  დასრულების შემდეგ მაყურებელს მიმართა:

,,ის  აღშფოთებული ადამიანები, პრეზიდენტს როგორ შეჰბედე შეკამათებაო,შე უზრდელო და ტუტუცოო,შე ხეპრე და გაუნათლებელოო,გაბრაზებულები  რომ მთაგავენ)))))) ერთ მშვენიერ დღეს,პრეზიდენტს რომ გაუნაწყენდეს ივანიშვილი,როგორც მარგველას,მერე რას იტყვიან ნეტა?  მადლობა,რომ გვიყურეთ და ნერვებს გაუფრთხილდით

მე კი საინტერესო ინტერვიუები ნუ მომიშალოს ღმერთმა”

„პრეზიდენტი სტუდიაში არ უნდა მივიდეს“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ მასთან ინტერვიუს დროს თქვა, რომ გაუგებარია, რატომ უნდა გავიდეს ჩანაწერი, როდესაც არსებობს პირდაპირი ეთერი.

×