08 აპრ 2019 15:27 8686

ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის

 

 

კიდევ ერთი მილიონერი ბიზნესმენი, ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის. ამის შესახებ ინფორმაციას 2020NEWS ექსკლუზიურად ავრცელებს.

 

სააგენტოს ინფორმაციით, ლევან ვასაძე ახალ პარტიას ქმნის, რომლის პრეზენტაციასაც შემოდგომაზე გეგმავს. მან უკვე დაიწყო კონსულტაციები გუნდის მომავალ წევრებთან, რომელ გუნდთან ერთადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებას.

 

ამ ეტაპზე ბიზნესმენი მედიასთან საუბარს თავს არიდებს. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნებიან ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში.

 

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლევან ვასაძეს პოლიტიკურ წარმატებას ფინანსურად რუსი მილიარდერი ვლადიმირ ევტუშენკო უზრუნველყოფს. ვლადიმირ ევტუშენკო ცნობილი რუსი მეწარმე, მილიარდერი, რუსული საინვესტიციო კომპანია "სისტემას“ მსხვილი აქციონერი და თავმჯდომარეა.