11 აპრ 2019 11:12 14322

„გუშინდელი დღის შემდეგ ვეძებ იმ ქალბატონს, 9 აპრილის ძეგლთან რომ ითხოვდა დახმარებას...“

 

 

სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„გუშინდელი დღის შემდეგ ვეძებ იმ ქალბატონის ვინაობას, 9 აპრილის ძეგლთან რომ ითხოვდა დახმარებას. სამწუხაროდ, ჟურნალისტებსაც არ ჩაუწერიათ ვინაობა და კონკრეტულად რა პრობლემა ჰქონდა. აუცილებლად უნდა ვიპოვოთ და იქნებ მომეშველოთ. თუ საზოგადოება გვქვია, რაღაცებზე ჩვენც უნდა ვგრძნობდეთ და ვიღებდეთ პასუხისმგებლობას. გავიფიქრეთ, ვთქვით, დავირაზმეთ და გავაკეთეთ. ასე უნდა იყოს. იქნებ გადააზიაროთ და ვიპოვოთ.“

 

შეგახსენებთ, რომ 9 აპრილის მემორიალთან მისულ პრეზიდენტს უცნობმა ქალბატონმა დახმარება სთხოვა, თუმცა ზურაბიშვილმა მისი თხოვნა რეაგირების გარეშე დატოვა.

×