14 აპრ 2019 11:18 7495

„შეწყვიტე ჩემი და ჩემი მეგობრების შანტაჟი, თორემ გახარია ბევრ რამეს შეიტყობს შენზე...“

 

 

 

 

შსს-ს გენინსპექციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ვარლამ ხათრიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:.

 

 

 

სუს-ის უფროსის მოადგილეს ალექსანდრე ხოჯევანიშვილს (ასევე, კ. საბანაძეს) საჯაროდ მოვუწოდე, შეეწყვიტა ტროლების და სპეც გვერდების (ფეიკების) საშუალებით შემოტევა და ჩემი ე.წ. გაშავება (რაც ჩემს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ვლინდება). მივანიშნე, "დამშვიდებულიყვნენ", თორემ, მათ შანტაჟს და ლანძღვას, ჩემი მხრიდანაც მოყვებოდა პასუხი...

 

 

ალექსანდრე, თავს ვერ მოერიე, ნერვებმა გიმტყუნა.

 

 

ახლა მე მომისმინე... 

 

 

შენი ერთუჯრედიანი თავიდან წამოსროლილი სიტყვები და კონკრეტულად განხორციელებული მოქმედებები ჩემამდე რომ აღწევს, მარტივად დაგიმტკიცებ...

 

 

ალექსანდრე, რამოდენიმე დღის წინ, ე.წ. შს მინისტრ გ. გახარიასგან, მიიღე დავალება შეხვედროდი (არ ვაკონკრეტებ სად და ვის) პირს, რომელთანაც შუალედური არჩევნების საკითხი მიმოიხილე (ეგ მიმდინარე თემაა და არ იქნება სწორი დეტალებზე ვისაუბრო, ვთვლი ეგ ჩემი საქმე არ არის, არც აქ გასარჩევი). მასთან საუბრისას ძალაუფლებით ტრფობაში შესული, ისე გაშინაურდი, რომ განუცხადე: მე და გახარია შენს გვერდით ვართ და დაგეხმარებით, ჩემი იმედი გქონდესო...

 

 

დამაჯერებლობისთვის, რომ მართლა მაგარი ბიჭი ხარ, წინდაუხედავად წამოგცდა ერთი ფრაზა, ვერც იფიქრებდი, ალბათ, ინფორმაცია ჩემთან თუ მოაღწევდა და მით უფრო ვერ იფიქრებდი, ამას საჯარო სივრციდან თუ შეიტყობდი. მაგრამ, ამბიცია ვერ დამალე... ვციტირებ --- "მალე რაღაცეები უნდა მოხდეს და გრ. ლილუაშვილს ჩაწევენ, "იქ" (ანუ მის ადგილზე) მე ვიქნები და მერე მეტად შევძლებ დანარჩენს"... სიტყვა დანარჩენზე გამოკიდებას აღარ ვაპირებ.

 

 

იგრძენი მიწა?

 

 

შეწყვიტე ჩემი და ჩემი მეგობრების შანტაჟი, თორე სერიებად მოგივლენ სტატუსებს შსს-დან დაწყებული... 
ვნახოთ გახარია რამდენ რამეს შეიტყობს შენზე, მაგალითად შენს დამოკიდებულებაზე, უშუალოდ მის მიერ დანიშნულ ერთგულ კადრებზე...

 

 

ეჰ, ვინც შენ ჩეკისტობა დაგაბრალა... დაგღუპა... 

 

 

 

P.s როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება ისე არ გასწორდება ნაცბანდის რეჟიმის დროინდელი ძალოვანში "მოღვაწე" მაღალჩინოსნის ხელწერა და მუშაობის სტილი (სისხლის ყივილი)...“

×