15 აპრ 2019 21:11 288

ავარიას ჩაქვში 11 წლის ბიჭი ემსხვერპლა

 

 

ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის ბავშვი ემსხვერპლა.  ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. 

 

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, არასრულწლოვანი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. ცხედარი, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მიმდინარეობს გამოძიება.