15 აპრ 2019 22:47 251

ხანძრის შედეგად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სამრეკლო ჩამოინგრა

 

 

ხანძრის შედეგად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსის სამრეკლო ჩამოინგრა. "ფრანცპრესის" ცნობით, ხანძარმა ტაძრის სახურავი გაანადგურა. პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დატოვონ და გზა გაუთავისუფლონ საგანგებო სამსახურების ტექნიკას.

პარიზის მერი ანა იდალგოს თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ხანძარია, რაც პარიზს თავს დასტყდომია და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

×