15 აპრ 2019 23:58 285

ცეცხლის ალში გახვეული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ფოტოები)

 

 

პარიზში, ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი უკიდია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ ტაძრის გუმბათიდან გაჩნდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ტაძარში დაცული რელიქვიების ბედი უცნობია.

 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს შესაძლოა ტაძრის სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდეს. 

 

გადაკეტილია გზები და ტაძართან მხოლოდ საგანგებო სამსახურის ჯგუფებს უშვებენ. 

 

ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

 

×