16 აპრ 2019 00:02 258

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს მსოფლიოს ლიდერები ეხმაურებიან

 

 

მსოფლიოს ლიდერები პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს ეხმაურებიან. ერთ-ერთი პირველი აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო, რომელიც ხანძარს „ტვიტერის” საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

“საზარელი სანახავია მასიური ხანძარი, რომელიც ნოტრ-დამში გაჩნდა. შესაძლოა სპეციალური ვერტმფრენების გამოყენებით მოხდეს მისი ჩაქრობა. სწრაფად მოქმედებაა საჭირო”, - დაწერა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ “მას გული შესტკივა პარიზელებზე მას შემდეგ, რაც ცეცხლში გახვეული ნოტრ-დამი იხილა”.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ასევე გამოეხმაურა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს.

 

“ნოტრ-დამი რწმენის სიმბოლოა. გული მტკივა, როდესაც ვხედავ, რომ ღვთის სახლი ალშია”,- აღნიშნა მაიკ პენსმა.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა კი აღნიშნა, რომ “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი სრულიად ევროპის ღვთისმშობლის ტაძარია.

×