18 აპრ 2019 11:59 7077

„ნუ ამალაპარაკებ, ლიუბა და ნუ მათქმევინებ ბევრ რამეს!“

 

 

ჟურნალისტი რუსუდან წერეთელი სოციალურ ქსელში ლუბა ელიაშვილის ინტერვიუს აფასებს:

 

„ენას ძვალი არ ააქვსო ამ ქალზეა ნათქვამი! ეს არის ქალი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა რომ მეცხრე არხი დახურულიყო. მე, როგორც ყოფილ მეცხრე არხელს ნუ ამალაპარაკებ ლიუბა და ნუ მათქმევინებ ბევრ რამეს! შენ ის ქალი არ ხარ მასალას რომ მიკონტროლებდი და თითო სიტყვას წონიდი ბიძინაზე რაიმე კრიტიკული რომ არ გასულიყო?! შენ ის ქალი არ ხარ მივლინებების ფული (16 ათასი დოლარი) რომ არ გადამიხადე და საკუთარი მამის დაკრძალვაზე ვერ ჩავედი ვალების გამო?! შენ ის ქალი არ ხარ ივანიშვილმა შენს დას მანანას სააგენტო ინფო ცხრა რომ აჩუქა?! კიდევ მთავარი დამავიწყდა, როგორ გვიგზავნიდი მესიჯებს მოთხოვნით, რომ ბიძინასთვის მადლობა გადაგვეხადა ტელევიზიის დახურვის შემდეგ კომპენსაციები გადახდის გამო?! ამის მერე ვინმეზე რამეს როგორ ამბობ!” – წერს რუსუდან წერეთელი.

 

შეგახსენებთ, რომ ლუბა ელიაშვილმა „2020NEWS –სთან“ საუბარში ბიძინა ივანიშვილს მიმართა და გააფრთხილა, წყნარად ყოფილიყო, თორემ ალაპარაკდებოდა და იტყოდა, რატომ იყო ინვალიდი:

,,გირგვლიანის საქმე,  რომელიც მოიგო ჩემმა მეუღლემ და დღეს ვიღაც უნამუსო კაცი, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ თურმე შალვა შავგულიძეს შეცდომები დაუშვია. ივანიშვილი ისეთ საზიზღრობებს ამბობს, პირველად ჩემს ცხოვრებაში გამოვედი წყობიდან და ამოვიღე ხმა.

ახლა ვხვდები, რომ ბიძინა ივანიშვილი პირადად იღებდა იმ დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობას, რაც ჩაიდინეს სანდრო გირგვლიანის მკვლელებმა. თავად ბიძინა ივანიშვილისგან ვიცი, რომ წინა ხელისუფლებაში მისი უახლოესი მეგობარი იყო ვანო მერაბიშვილი და ზუსტად ვანო მერაბიშვილის კლანი იყო ის, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. როგორც ჩანს, ზუსტად ამის გამო გაუწყრა მას მიშა სააკაშვილი და მერე ბიძინა  გადაემტერა.

ამიტომ მგონია, რომ ჩემმა მეუღლემ აბსოლუტურად სწორი არჩევანი გააკეთა. მის გადაწყვეტილებას აბსოლუტურად მხარს ვუჭერ.

გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი საახლობლოს გადაწყვეტილებით,  „იბერია“ დაიხურა,  ახლა პენსიონერი ვარ ინვალიდობის გამო. როგორც მოგეხსენებათ, ინვალიდი ვარ ბიძინა ივანიშვილის წყალობით. და ნუ დამაწყებინებს საუბარს, რატომ და რისთვის ვარ ინვალიდი. ჯობია, წესიერად მოიქცეს”.