09 მაისი 2019 11:18 2671

„როენა „თეთრი ბაირაღების“ მოშიაშვილს ჰგავს, იმდენი იცის რომ თუ გუდა გახსნა ნახევრი მთავრობა გაიქცევა ქვეყნიდან“

 

 

ყოფილი პატიმარი ქალი როენა ხუცურაულის ციხეში ყოფნის პერიოდზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„როენაზე უნდა მოვყვე…

ფეხი სტკივა როენას, ციხეში მძივებითა და თვლებით მოჭედილი ჯოხით დადიოდა.

უპატრონო პატიმრებს ძირითადად ვაგზლიდან შემოყვანილებს პატრონობდა, ლუკმას უყოფდა, აცმევდა და ხედავდა. 

ნასწავლი ხალხი მიყვარსო იძახდა, 

ხო და ნასწავლ ხალხთან ლაპარაკი არა, მოსმენა უყვარდა. თავის თავზე ასე ჰყვებოდა “პატარა გოგო ტრაქტორისტის შვილი ჩამოვედი თბილისში, ბევრი ომი გამოვიარე მაგრამ მაინც დავდექი ფეხზეო… “

როენას განსაკუთრებული სუსტი წერტილი მისი შვილია. შვილს რომ ახსენებდა თვალებიდან ვარსკვლავები სცვიოდა. 

პაემანის რიგში, რომ დავინახავდი ვიცოდი, რომ შვილთან მიდიოდა განსაკუთრებულად მოპეწკილი. 

სხვებს არიგებდა ხოლმე “თქვენები რომ მოგივლენ გალამაზდით და ისე გადით სანახავადო, ისედაც გული უსკდებათ აქ რომ ვართ და კიდე აჯაჯული ხომ არ უნდა გვნახოს ვინმემო. ერთმანეთისა ითხოვეთ, მოიცვით, მოლამაზდით და ისე გადით შვილებთანო…”

როენაზე დღეს ვიცინით, მამაიდაა მამიდაო… მაგრამ როენა დედაა და ბებია …

და მთავარი არავინ არ ბოზობს ძალით... ყველას სხეული მისი ნებაა.

და ბოლოს როენა “თეთრი ბაირაღების” მოშიაშვილსა ჰგავს, იმდენი იცის რომ თუ გუდა გახსნა ნახევრი მთავრობა გაიქცევა ქვეყნიდან, მაგრამ ისიც იცის რომ ის გუდა არ უნდა გახსნას და მიტომაა როენა.

მე ჯანმრთელობას ვუსურვებ როენას, ავკარგიანი ქალია მერწმუნეთ!

პ.ს. წინა პატიმრობისას როენამ სასამართლოზე მოსამართლეს სთხოვა გამიშვითო, მოსამართლემ ჰკითხა შეიცვლით ცხოვრების წესოო? როენამ უპასუხა ამ ასაკში ”უჩიწელნიცა” ვეღარ გამოვალო. თავად უფრო სახალისოდ ჰყვებოდა ამ ამბავს”, - იხსენებს მაკა მოსიაშვილი.