15 მაისი 2019 17:23 327

„პოლიტიკაში მოსვლას არ გამოვრიცხავ” - ეკონომიკის ყოფილი მინისტრი

 

 

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პოლიტიკაში მოსვლას არ გამორიცხავს.

 

პირველი არხის კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოში დარჩენას, ქობულია პასუხობს, რომ გეგმავს საქართველოში დარჩენას და საქმიანობის გაგრძელებას.

 

„ვაპირებ, საქართველოში დავრჩე. პოლიტიკაში მოსვლას არ გამოვრიცხავ, თუმცა არ მითქვამს, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მაქვს, მაგრამ თუ გადავწყვეტ, მერე გეტყვით, მოკავშირედ ვის მოვიაზრებ. ხედვები ვისთან არის თანხვედრაში, ჯერ ვერ გეტყვით“, – განაცხადა ქობულიამ.

×