15 მაისი 2019 18:37 1296

«არაკაცი ლადო კახაძე! ამის სანაცვლოდ იმდენი ფართები, მიწები დაითრია შარდენიდან ვაკემდე, მისი შთამომავლობა უდავოდ მშვიდად იქნება»

აი, რას ამბობს შალვა ნათელაშვილი მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატ ლადო კახაძეზე:

«არაკაცი ლადო კახაძე 1998 წელს ჩვენივე ფრაქციის წევრის დილარ ხაბულიანის მეშვეობით უშიშროებამ შემოგვიგდო, როგორც ნაღდი ქალაქელი და სახელოვანი გინეკოლოგი. ერთი წვეთი ოფლი არ დაუღვრია, ერთი თეთრი არ გაუღია, ისე შევათრიე თბილისის საკრებულოში ჩემი სისხლით, თავგანწირვით და ისე დავსვი საკრებულოს თავმჯდომარედ. თავი სიზმარში ეგონა. ვფიქრობდი, ამ უანგარობას დააფასებდა და მე თუ არა, ქალაქს მაინც უერთგულებდა.

მეტი არაა ჩემი მტერი. ერთ წელში პირდაპირ შევარდნაძის სარეცელში ისკუპა თავისნაირ ძალადყარაჩოხელ სულაძე-ქავთარაძესთან ერთად და სანაცვლოდ იმდენი ფართები, მიწები დაითრია შარდენიდან ვაკემდე, მისი შთამომავლობა უდავოდ მშვიდად იქნება.

ასეთები იგივენი არიან მარად და მარად. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, რომ ახლა ბიძინას ჰამაკში ნებივრობს»