15 მაისი 2019 20:06 497

საბერძნეთში 29 წლის ქართველი ქალი, ორი შვილის დედა გაგუდეს

საბერძნეთის ქალაქ კალითეაში 29 წლის ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ გაგუდეს. გარდაცვლილი ბინაში დეიდამ აღმოაჩინა. ნათესავები მას გასული კვირის შემდეგ ეძებდნენ.

მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა.

მეზობლები ყვებიან, რომ ბინიდან ჩხუბის ხმა ხშირად ისმოდა. 

საქმის გამოძიების ფარგლებში მოკლულის ყოფილი მეუღლე დაიკითხა.

 

×