15 მაისი 2019 21:47 1039

„რატომ არ ხსნი, წითელ პარასკევს ელოდები, დროზე მოაცილებ მინისტრთა კაბინეტს თუ ყველანი ერთად გაგყაროთო“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის, ბიძინა ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნის გამო გაათავისუფლა.

როგორც  კულუარულად გახდა ცნობილი, ქობულიას გადაყენება პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა. ბახტაძემ ქობულიას პირადი განცხადების საფუძველზე წასვლა მოსთხოვა, ქობულიამ წასვლაზე უარი თქვა.

"ამ ამბავმა და ურჩი მინისტრის მოხსნის გაჭიანურებულმა პროცესმა ძალიან გააღიზიანა ოლიგარქი. მან ბახტაძეს დაურეკა და ქობულიას მოხსნა კატეგორიულად მოსთხოვა: რატომ არ ხსნი, წითელ პარასკევს ელოდები, დროზე მოაცილებ მინისტრთა კაბინეტს თუ ყველანი ერთად გაგყაროთო, - ჰკითხა ივანიშვილმა ბახტაძეს. ამ ზარის შემდეგ, ბახტაძემ ქობულია მოხსნა", - აცხადებს ინფორმირებულმა წყარომ.

შეგახსენებთ, ეკომინიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მინისტრობიდან 18 აპრილს გადააყენეს. დღეს ქობულიამ განაცხადა, რომ მისი გადაყენება ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული.

2020news.ge

×