15 მაისი 2019 21:51 230

რატომ უნდა იყოთ ფრთხილად, თუ თქვენი შვილი სუპერგმირს ბაძავს?

8 მა­ისს, გლ­დან­ში, ოთხი წლის ბი­ჭუ­ნა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მერ­ვე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, ბავ­შვი შემ­თხვე­ვის დროს სუ­პერ­გმი­რის - "ადა­მი­ა­ნი ობო­ბას" ფორ­მა­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი.

ბიჭი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა, ის იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მძი­მე, თუმ­ცა სი­ცო­ცხლეს­თან თავ­სე­ბა­დი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით შე­იყ­ვა­ნეს. მკურ­ნა­ლი ექი­მის თქმით, მცი­რე­წლო­ვანს სხე­უ­ლის შიდა ორ­გა­ნო­ე­ბის და­ხუ­რუ­ლი ტრავ­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, ჰქონ­და ღვიძ­ლი­სა და ფილ­ტვის და­ჟე­ჟი­ლო­ბა; გარ­და ამი­სა, ჰქონ­და ტვი­ნის შერ­ყე­ვა. ერ­თკვი­რი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, მცი­რე­წლო­ვა­ნი სახ­ლში გა­წე­რეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოკ­ვლე­ვას აწარ­მო­ე­ბენ, თუმ­ცა არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ ბავ­შვი უბ­რა­ლოდ თა­ვის საყ­ვა­რელ სუ­პერ­გმირს ბა­ძავ­და...

ასეთ შემ­თხვე­ვებს მსოფ­ლიო მე­დი­აც იც­ნობს. ქარ­თვე­ლი ბი­ჭუ­ნა­სა­ვით იღ­ბლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა ხორ­ვა­ტი­ის დე­და­ქა­ლაქ ზაგ­რებ­ში მცხოვ­რე­ბი 5 წლის ბიჭი, რო­მე­ლიც საყ­ვა­რე­ლი გმი­რის მი­ბაძ­ვით 2017 წელს მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან გაშ­ლი­ლი ქოლ­გით გა­დახ­ტა. სწო­რედ ქოლ­გამ იხ­სნა მისი სი­ცო­ცხლე. 2002 წელს კი ცო­ცხზე შე­მომ­ჯდა­რი მო­ზარ­დი გო­გო­ნა, სამ­ზა­რე­უ­ლოს აივ­ნი­დან გაფ­რე­ნას ცდი­ლობ­და, ჰარი პო­ტე­რის გმი­რე­ბის მი­ბაძ­ვით.

 

პრობ­ლე­მა რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ სუ­პერ­გმირ­ში არ არის - ფილ­მი გავ­ლე­ნას ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ან­ზე ახ­დენს, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად. კვლე­ვებ­მა და­ად­გი­ნა, რომ სკო­ლამ­დე­ლი და და­წყე­ბი­თი სკო­ლის ასა­კის ბავ­შვე­ბი, მიდ­რე­კი­ლე­ბი არი­ან მი­ბა­ძონ ძა­ლა­დო­ბას, რა­საც ეკ­რან­ზე ხე­და­ვენ, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ამ­ჩნე­ვენ, რომ და­დე­ბი­თი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი გმი­რი, პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­სა და ბო­რო­ტის და­მარ­ცხე­ბას, სწო­რედ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ახერ­ხებს. ბავ­შვის­თვის ად­ვი­ლი მი­სა­ბა­ძია "ადა­მი­ა­ნი ობო­ბა", რო­მე­ლიც რო­მე­ლი­მე ბო­როტ გმირ­თან და­პი­რის­პი­რე­ბი­სას კედ­ლებს ეჯა­ხე­ბა და თან არა­ფე­რი უშავ­დე­ბა.

"აქ არის კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი რომ, გმი­რე­ბი არი­ან გა­ფე­ტი­შე­ბუ­ლე­ბი. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, რო­დე­საც ბავ­შვი უყუ­რებს მულ­ტფილ­მს მას მოს­წონს გმი­რის სიძ­ლი­ე­რე, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ის ასო­ცირ­დე­ბა პო­ზი­ტივ­თან, ბავ­შვს უჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, რომ მი­ბა­ძოს მას. ამი­ტომ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ და თუ შე­ვამ­ჩნევთ რომ ბავ­შვს უჩ­ნდე­ბა მი­ბაძ­ვის სურ­ვი­ლი, თუნ­დაც ის რომ გა­დახ­ტეს და გაფ­რინ­დეს, უნდა ავუხ­სნათ რომ ეს არის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო, ვუ­თხრათ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ეფექ­ტე­ბით. ჯობს რე­ა­ლუ­რად ვუ­თხრათ, ვიდ­რე მი­ბა­ძოს სუ­პერ­გმი­რებს" - გვე­უბ­ნე­ბა ფსი­ქო­ლო­გი თიკო ესე­ბუა.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ასაკ­სა და დროს, რა­საც ბავ­შვი მულ­ტფილ­მე­ბის თუ ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა­ში ატა­რებს. ახალ ზე­ლან­დი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ბავ­შვო­ბა­სა და მო­ზარ­დო­ბა­ში ტე­ლე­ვი­ზორ­თან დიდი დრო­ის გა­ტა­რე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მო­მა­ვალ­ში ნა­სა­მარ­თლე­ო­ბი­სა და ასო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვის ზრდის რისკთან. შე­სა­ბა­მი­სად, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მშობ­ლებს ურ­ჩე­ვენ სა­ერ­თოდ არ მი­უშ­ვან ტე­ლე­ვი­ზორ­თან ორ წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი, სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბავ­შვებს კი ეკ­რან­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო 1-2 სა­ა­თამ­დე შე­ზღუ­დონ.

თიკო ესე­ბუა მი­იჩ­ნევს, რომ ბავ­შვის­თვის ტე­ლე­ვი­ზორ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო­ის შე­ზღუდ­ვა, სკო­ლის ასაკ­ში უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია:

"სკო­ლამ­დელ ასა­კამ­დე ტე­ლე­ვი­ზორ­თან ყოფ­ნის სამი სა­ა­თი მი­სა­ღე­ბია, იმი­ტომ რომ ამ დროს ბავ­შვს აქვს ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო და ბაღ­ში სი­ა­რუ­ლი­სა და ეზო­ში თა­მა­შის პა­რა­ლე­ლუ­რად შე­უძ­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ცნო­ბის­მოყვრე­ო­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას და­უთ­მოს. რაც უფრო იზ­რდე­ბა ასა­კი, მა­გა­ლი­თად სკო­ლის პე­რი­ო­დი­დან ეს დრო კი­დევ ერთი სა­ა­თით უნდა შემ­ცირ­დეს, რად­გან ბავ­შვი ამ დროს სხვა რა­ღა­ცე­ბით უნდა და­იტ­ვირ­თოს" - ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი.

იმა­ზე რომ ბავ­შვებს სრუ­ლი­ად ვერ ავუკ­რძა­ლავთ ეკ­რან­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბას და უფრო მე­ტიც, ვერ შევ­ძლებთ მათ აბ­სო­ლუ­ტურ იზო­ლი­რე­ბას ძა­ლა­დობ­რი­ვი კონ­ტენ­ტის­გან კვლე­ვე­ბიც მე­ტყვე­ლებს - ფილ­მე­ბის 90%, ვი­დეო თა­მა­შე­ბის 68% და სა­ტე­ლე­ვი­ზიო შუ­ე­ბის 60% ძა­ლა­დობ­რივ მო­მენ­ტებს ასა­ხავს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ფსი­ქო­ლო­გი გვე­უბ­ნე­ბა, რომ სა­სურ­ვე­ლია მშობ­ლე­ბი რო­გორც ფილ­მის შერ­ჩე­ვის, ასე­ვე მისი ყუ­რე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ.

"მშობ­ლებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ი­გონ რას უყუ­რებს ბავ­შვი, რამ­დე­ნად არის მცი­რე­წლოვ­ნის მიერ შერ­ჩე­უ­ლი ფილ­მი ძა­ლა­დობ­რი­ვი ელე­მენ­ტე­ბის შემ­ცვე­ლი. ვფიქ­რობ, რომ თუ მშობ­ლე­ბი პრო­დუქ­ცი­ას სწო­რად მი­ა­წო­დე­ბენ შვი­ლებს, ეს ბევ­რად უკეთ აი­სა­ხე­ბა ბავ­შვზე.

მო­ზარდს თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს და ესეც ბო­ლომ­დე არ უნდა ავუკ­რძა­ლოთ, რად­გან მეტი ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნდე­ბა, თუმ­ცა რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ხით გე­ტყვით, რომ მშო­ბელს შე­უძ­ლია იმ ფილ­მის რე­კო­მენ­და­ცია მის­ცეს ბავ­შვს, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბა­დაა აგ­რე­სი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი და მას­ში მე­ტია სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტე­ბი“ - ამ­ბობს ფი­ქო­ლო­გი და დას­ძენს, რომ ბავ­შვი ხში­რად თა­ვი­სი გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით ვერ ახერ­ხებს ნა­ნა­ხის სა­თა­ნა­დოდ გა­აზ­რე­ბას და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მშობ­ლის გან­მარ­ტე­ბა, რო­მე­ლიც ბავ­შვს რე­ა­ლუ­რი­სა და გა­მო­გო­ნი­ლის გა­მი­ჯვნა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

სალომე აბულაშვილი, ambebi.ge

×