16 მაისი 2019 01:14 1264

„ტურისტს, რომელსაც ახდევინებენ 10 ლარს კარვის გაშლაში, ხვდება ეს აგრესიული გიურზა“

 

მოლაშქრეთა კლუბ „იეტის“ წევრი მირიან თედორაძე სოციალურ ქსელში გიურზას ფოტოს აქვეყნებს და წერს:

ჩვენი იქ ყოფნისას, ქემფინგ ზონიდან არც ისე შორს ასე წევს კავკასიაში ყველაზე შხამიანი გველი " გიურზა"! ერთი თვეა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვთხოვ რომ სამუშაოები დაიწყოს საპირფარეშოს მოსაწყობად და ელხა დავრეკე და პასუხი გამცეს ასეთი რომ ალბათ არც ამ ზაფხულს მოესწრებაო ..
 ამიტომ მეგობრეო მაინტერესებს თუ არის საშუალება რომ სამსახურეობრივ გულგრილობის მუხლით შევიტანო საჩივარი ! სად უნდა შევიტანო და რა ფორმით ეგაც მომწერეთ.. რეალურად აუცილებელი არაა რომ რამე მოხდეს რომ მოვაგვაროთ პრობლემა.. ეს ხალხი ვერ აცნობიერებს საშიშროებას.. ძალიან დიდი სირცხვილიაა აი ეს რომ გვიწევს მაგრამ ყველაზე არაპროფესიონალი ხალხი ხართ ვისაც კი ეს ამბები გეხებათ და ყურადღებას არ აქცევთ! მთავარია ხომ მარტვილში ელექტრონულად ვიყიდით ბილეთს და ამიტომ გავაძვირეთ შესვლა და ეგ საიტიც არ მუშაობს  და აქეთ კახეთისკენ სადაც რეალურად საჭირო და აუცილებელია ინფრასტრუქტურა არავის ადარდებს ! 
ტურისტს რომელსაც ახდევინებენ 10 ლარს კარვის გაშლაში მიდის და ბალახებში დადის საპირფარეშოს გამო სადაც გასამრავლებლად გამოსული აგრესიული გიურზა დაცოცავს და საფრთხეს უქმნის ყველას !! ვიმეორეებ ძალიან საშიშია განსაკთრებით თუ სველი საფარია გზის ვერც კი ამოასწრებს საავადმყოფოში ნაკრძალიდან და ამაზე მეუბნებიან რომ ამ ზაფხულსაც ალბათ ვერ მოესწრება !! არ გეგონოთ რომ ფული არ არის რომ გააკეთონ.. დიახ საკმარისი არის ! მიჯინისყურის ქემფინგზე 6 კოტეჯი დგას თითოს ფასი 50 ლარია + 10ლარი შესვლა და მხოლოდ ერთ დღეში მინიმუმ 30 კაცი ვიყავით და ეს არ ხმარდება ტურიზმს სამწუხაროოდ !!! 
ბევრჯერ დაიწერა ამ პრობლემის შესახებ მაგრამ არავინ ყურადღებას არ აქცევს იქამდე სანამ ვინმე არ დაიღუპება ან საფრთხე არ შეიქმმნება მის ჯამრთელობას .. 
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia) საქართველოს მთავრობა | Government of Georgia

×