23 მაისი 2019 17:24 6525

„სასწრაფოდ ვითხოვთ ხელისუფლებისგან პასუხს“ - აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯში გზის გაყვანა დაიწყო

 

 

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას და ფოტო-ვიდეომასალას დავით ქაცარავა ავრცელებს.

„დავით გარეჯი. 23.05.
ჩემო მეგობრებო!!
ამ წუთას ჩვენმა საპატრულო ჯგუფმა, რომელიც იმყოფება დავიდგარეჯში, მოგვაწოდა ფოტო-ვიდეო მასალა,რომელზეც ასახულია,თუ როგორ მოიწევს აზერბაიჯანული გზის გამყვანი ტექნიკა ჩიჩხიტურისკენ. 
როგორც ჩვენთვის ცნობილია, დელიმიტაციის კომისიას არ დაუსრულებია მუშაობა, არაფერი გარეჯთან რეალურად გარკვეული არ არის. ყოველ შემთხვევაში ჩვენი სამთავრობო კომისია დუმს. 
აზერბაიჯანულმა მხარემ კი დაიწყო მუშაობა. 
ვერსია#1 - კომისიამ დაასრულა მუშაობა და ჩვენ არ გვეუბნებიან, ისე გადასცეს ტერიტორიები. 
ვერსია#2 - კომისიას არ დაუსრულებია მუშაობა და აზერბაიჯანელებმა თვითნებურად დაიწყეს სადემარკაციო სამუშაოები. 
ისმის კითხვა-რომელი ვერსია უფრო მოგწონთ?
მე არც ერთი. 
სასწრაფოდ ვითხოვთ ჩვენი ხელისუფლებისგან პასუხებს. 
თქვენ კი, საქართველოს შვილებო, საქართველოს მოქალაქეებო, გეკითხებით-მზად ხართ დათმოთ დავიდგარეჯის ერთი კვადრატული სანტიმეტრიც კი? 
მზად ხართ დადგეთ და იბრძოლოთ ჩვენი მიწა-წყლისთვის? 
დრო ძალიან ცოტაა მოსაფიქრებლად. 
დილიდან ანტისაოკუპაციო მოძრაობის დანარჩენი წევრები მივდივართ გარეჯში. 
თქვენ რას იზამთ? 
გვახსოვდეს ვისი გორისა ვართ!
გვახსოვდეს რომ ძალა ერთობაშია!
გვახსოვდეს რომ ბრძლას ყოველთვის აქვს აზრი!“ - წერს დავით ქაცარავაბ.

პარალელურად საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა იმართება ბაქოში. დელეგაციებს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები ხელმძღვანელობენ.

×