23 მაისი 2019 18:55 11362

„მეშოკიდან" თავი ამოაყოფინეს და იქაც ბავშვის ღია წერილი ააფარეს თვალებზე... ხოდა, პოპულისტობს...“

 

 

შსს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ვარლამ ხათრიძე, 9 წლის დაჩი გულუასა და გიორგი გახარიას შეხედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ამ ფაქტს, შს მინისტრის მხრიდან, პოპულიზმი უწოდა.

 

„გასდის და პოპულისტობს...

გასდის, "მიუშვა" ბიძინამ და გასდის... ფინალიც ვიცით - მიშვების, ყოველთვის ერთი ფინალი აქვს - მიშვებას...

ბოდიში შეუქეს, მაგრამ სიტყვის შესრულება არ მოთხოვეს!

სასულიერო პირებზე კომპრომატებიც გაუტარეს. მიზეზი? - ივანიშვილი მფარველობსო... 

ზოგიერთი მღვდელმთავრის "შებმაზეც" არ დაიხია უკან... 

შებმულის ეჟვანი ბოლოს გამოჩნდება, თუმცა...

ზუგდიდში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ჩავარდნაც შეუნდეს...

თვალის ჩაკვრა ბევრჯერ მოუწონეს...

პანკისიც "გადავარცხნეს" ზემოდან (ასე ამბობენ)...

ნეტა, იქ, შემნდობმა და დამვარცხნელმა თუ იცის, ვის შეცდომებს პატიობს მინისტრს? 

ნეტა, მფარველმა და დამვარცხნელმა თუ იცის, საკადრო პოლიტიკაში და მენეჯმენტში რომ მოიკოჭლებს მინისტრი და ნაცზონდერები განაგებენ სამინისტროს?

ხო, ნაცზონდერებს რა ვუყოთ მის გარშემო, ნაცზონდერებს. საბანაძე-ხოჯევანიშვილის შეკერილ "მეშოკში" ერთობ სასაცილოდ მჯდომ "ნაქებ" და "მიშვებულ" შს მინისტრს რა ვუყოთ?

"მეშოკიდან" თავი ამოაყოფინეს ჩასასუნთქად და იქაც ბავშვის ღია წერილი ააფარეს თვალებზე. ღია წერილი როგორ გამორჩება შსს მინისტრს... ვისი ღია წერილი გამორჩენია? არაფერი მაგას არ გამორჩება... 

ხოდა, პოპულისტობს...

ჯერ გასდის...“