04 ივნ 2019 21:55 7412

რა ფარული გარიგება შედგა სუბელიანსა და გახარიას შორის?!

ჩვენმა მკითხველმა იცის, სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეს "ალია" ყოველთვის აშუქებს და ვიტყოდი, რომ ფეხდაფეხ მიჰყვება, მაგრამ არ იქნებოდა სიმართლე - ეს ჩვენ მოგვყვება ფეხდაფეხ შსს და პროკურატურა!

კარგა ხნის წინ, ზუსტად "ალიას" მეშვეობით გახდა ცნობილი, რას მოჰყვა ხორავას საქმის გარჩევა!

არა პროკურატურისგან, არა სკოლის დირექტორისგან - არამედ, გაზეთ "ალიასგან"!

იმავე წერილში, ჩვენი რესპოდენტი ყვებოდა, როგორ ითხოვდა კალანდია დაჭერას, არაერთხელ ჰქონდა ჩაბარების მცდელობა და ყოველთვის გადააფიქრებინეს, გადამალეს კიდეც თავიდან.

სასამართლოს წინა დღეს, კალანდიას მობილურზე 13 ზარი იყო შესული მირზა სუბელიანის მობილურიდან, 13 ზარი - იმ მორზა სუბელიანის ტელეფონიდან, რომელმაც განაცხადა, რომ სასამართლოს წინა დღეს კალანდიასთან არ უსაუბრია!

მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანისთვის მიდიხარ ასეთ მსხვერპლზე, მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანის გამო მიდიხარ ციხეში!

და წარმოიდგინეთ, თქვენი სასწარკვეთა, როცა იმ ადამიანს მაინც იჭერენ, ვის გამოც იჯექი!

თან ვისი თავგანწირვაა ამაო? სუბელიანის? პროკურატურა და შსს რომ თითზე დაიხვია, იმ სუბელიანის?

და თუ შეთანხმება თავიდანვე ასეთი არსებობდა?

თუ თავიდანვე იცოდა სუბელიანმა რომ კალანდიას ახლა დაიჭერდნენ? ახლა, მისი დაჭერიდან ერთი წლის მერე?

თუ ამიტომ მიუსაჯეს ერთი წელი და ერთი თვე?

როგორც "ალიას" შეატყობინეს, სუბელიანსა და გახარიას შორის შეთანხმება არსებობდა, რომლის მიხედვითაც, კალანდიას სკოლა უნდა დაემთავრებინა, ამასობაში, ეს ერთი წელი მირზა ჩაჯდებოდა და მხოლოდ უზენაესი სასამართლო განიხილავდა კალანდიას საქმეს და არა სააპელაციო და სასჯელსაც მინიმალურს დაადგენს უზენაესი სასამართლო კალანდიას მიმართ!

და მაინც, რა თავდადებული კაცია სუბელიანი!

ერთი წელი და ერთი თვე ციხეში ჩაჯდა, შვილის დეიდაშვილის გამო!

კარგი ბიძაა, თუ კარგი მამაა?

და თუ მისი შვილია დაგეგმილი მკვლელობის ორგანიზატორი?

მაშინ?

კარგი ბიძაა, თუ კარგი მამაა?

და თუ ჯგუფური მკვლელობის თანამონაწილეა მისი შვილი? მერე რა, რომ დანა არ დაურტყამს

რომელი დანა, აბა?

ექსპერტიზა რომ დააზიანა?

სხვა ფერის რომ დაინახეს მოწმეებმა და სხვა ფერის რომ ამოიღო გამოძიებამ?

და განა ერთი დანაა გამოყენებული???

- ნუღარ ურტყამთ, მკვდარია - გაიგონა მეზობელმა ხმა და ვინ, რომელი ურტყამდა მკვდარ სარალიძეს?

რას ურტყამდნენ მკვდარ სარალიძეს, დანას, შპიცს, თუ ფეხს?

რომელი ურტყამდა წაქცეულ, სისხლისგან დაცლილ ბიჭს ფეხს? ის - ვინც დანა დაარტყა, თუ ის - ვინც დანიანი ბიჭები დაიბარა?

ვის ვერ აჩერებდნენ სისხლის დანახვაზე? ვინ ვერ ბედავდა ცოცხალი სარალიძისთვის უბატონოდ ხმის გაცემას და რომელი შედგა მკვდარს ფეხით, დანით, შპიცით?

ვინ გადაარჩინა სუბელიანმა? შვილი, თუ შვილის დეიდაშვილი?

"კარგი" მამაა სუბელიანი!

 

 

რაც შეეხება გახარიას!

საზეიმოდ დაიჭირეს კალანდია, ამაყად გამოფინეს ვიდეო, როგორ დაადეს ხელბორკილი კალანდიას!

სად არის დეკანოზის შვილის დაკავების ვიდეო?

გვინდა!

სად არის?!

რა არის საამაყო იმ ბიჭის დაკავებაში, რომლის დაკავებასაც წელიწადნახევარია ითხოვს ხალხი?

აკი, წელიწადნახევრის წინ - ზუსტად გახარიამ განაცხადა - საქმე გამოძიებულიაო? არ ყოფილა გამოძიებული? - წელიწადნახევრის მერე დამტკიცდა ჩვენი ნათქვამი ყველა სიტყვა და ამით ამაყობს შსს?

მინისტრმა შეცდომაში შეგვიყვანა, არაერთხელ ამ დროის მანძილზე - ეს საპარლამენტო კომისიამაც დაადგინა და - ახლა, დაშვებული შეცდომებით ამაყობს შს მინისტრი?

 

რაც შეეხება გახარიას!

გახარიას უწყებამ განაცხადა, ეჭვი გქონდა კალანდიაზე და სასამართლომ დაგვიდასტურაო!

ეჭვი ბოზებს აქვთ, ბიჭო!

შენ სამხილები უნდა გქონოდა!

სასამართლომ როგორ დაგარწმუნა? სამხილი მოსამართლემ მოგცა, თუ დაცვამ?

 

რაც შეეხება გახარიას!

ახალი მტკიცებულებები მოვიპოვეთო!

სად? - ფარდულში? დანგრეულ ფარდულში?

როგორ?- ახალი მოწმეები გყავთ წელიწადნახევრის მერე?

თავიდან თუ გქონდათ სამხილები გამოფენილი, ახლაც გვითხარით, რომელი "ახალი სამხილი" გაქვთ?

ვერ გვეტყვით!

არ არსებობს მაგ საქმეში ახალი სამხილები!

ეგ სამხილები იმ ორი ყუთიდანაა ამოღებული, საპარლამენტო კომისიას რომ არ ეცით და არც კომისიამ მოგთხოვათ, ისე, როგორც უნდა მოეთხოვა!

 

ხო, რაც შეეხება კომისიას!

კომისიას, რომელსაც ხელფასის გარდა, პრემიების დარიცხვას უპირებდით ამ „მუშაობისთვის“...

სერგი კაპანაძემ, საქმე დაიძრა, მაგრამ - იქ პროკურორების და გამომძიებლების ათეულობით გვარი წერია და იმათი პასუხისმგებლობის რეკომენდაციებიც დავაწესეთო.

ჩამოთვალეთ გვარები, ბატონო სერგი, არ გახსოვთ, თუ ვერ გახსოვთ? როდისღა უნდა ჩამოთვალოთ, თუ არა ახლა?

მე ჩამოვთვლი:

ირაკლი ფიფია

ზვიად ფხაკაძე

კახა სირაძე

იოსებ სიგუა

შალვა ბედოიძე

გიორგი გაბოძე

მიხეილ შაყულაშვილი

კონსტანტინე სირაძე

მალხაზ კაპანაძე

გიორგი გაბიტაშვილი

ბექა ხუფენია

იმედა გუგუშვილი

მარიკა გოგიხია

ირაკლი შოთაძე

მანანა თურქაძე - 51- სკოლის დირექტორი, მოადგილე: თინათინ ყენია, მანდატურები: ანა გუშარაშვილი, თეიმურაზ ზადიშვილი და გიორგი მელიქიძე.

და ბოლოს, კიდევ ორი პირის მიმართ დააყენეს პასუხისმგებლობის საკითხი:

გიორგი გახარია

თეა წულუკიანი

კი, ჩვენი მინისტრები...

რატომღაც, სერგი კაპანაძემ, ოპოზიციონერმა სერგი კაპანაძემამ, პროკურატურის და შსს - კადრები ახსენა და სკოლის დირექცია გამორჩა, პროკურორები ახსენა და მინისტრები გამოტოვა!

ასე აპირებთ ამ საქმის მიფუჩეჩებას?

ასე აპირებთ ყველანი?

პოზიციაც და ოპოზიციაც?

კალანდიაზე ხელის შეწმენდით?

კალანდიას თავისი დანაშაულიც ეყოფა!

კალანდიას ისიც ეყოფა, ბიძის დაჟინებული თხოვნას და მოთხოვნას რომ დამორჩილდა და ორგანიზატორის, შემკვეთის სახელის დაუსახელებლობით, თავისუფლების ერთი წელი იჩუქა!

 

და ბოლოს, როგორც "ალიას" შეატყობინეს, სააპელაციო სასამართლოს დასკვნის გამოცხადებას და კალანდიას დაჭერას ივლისის დასაწყისში გეგმავდნენ, თუმცა, სამი თვის წინ გადაიფიქრეს და ივნისში გადმოწიეს.

რა ხდება ივნისში, რატომ უნდა იყოს ივნისი პოლიტიკურად ასე ცხელი - ამაზე შემდეგ წერილში დავწერ!

თამო კეშელავა

გაზეთი "ალია"