12 ივნ 2019 02:34 15736

"გახარიათი პირდაღებულ ბიძინას, ბუზი რომ შეუფრინდება და პირს დახურავს..."

გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვარლამ ხათრიძე, სოციალური ქსელით, ლინდა თოლორაიას სახელმწიფო ინსპექტორად არჩევას ეხმიანება:

 

'გახარიამ ადეიაშვილის დროს გამოზრდილი პროკურორი, ლონდა თოლორაია აარჩევინა ცხვრის ფარად ქცეულ პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორად... აარჩევინა კი...

 

თოლორაია მანამდე შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი იყო, ამ "ჭკვიანმა" ჯერ 10 კაციანი დეპარტამენტი ძლივს შექმნა და ლამის ერთი წელი მოანდომა, რომელმაც იგივე უწყებაში გენერალური ინსპექციის რიგი ფუნქციები შეითავსა, მერე კი როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ გამოძიებაზე კონტროლი და ზედამხედველობა. სხვათა შორის ეს საკითხი არასამთავრობოებმა საეჭვოდ არ გააპროტესტეს.

 


მადაზე მოსული გახარია ყველა სფეროში მისთვის მისაღებ "ნაციონალ" კადრებს ნიშნავს და ამით ყალიბდება ერთპიროვნულ მართველად. რომლის ამბიციები არავინ იცის სანამდე წავა. ეს კი მის მამამარჩენალს მალე აღარ მოეწონება.

 

ყველაფერჩიკი გახარია ჯერ დავალებებს ასრულებს. მაგრამ როცა გახარიათი პირდაღებულ ბიძინას ბუზი შეუფრინდება და პირს დახურავს მერე დაინახავს რეალობას.
მერე კი გახარიასაც ელოდება დანარცხება. ეს კინო ხომ  ნანახი გვაქვს უკვე... "

×