12 ივნ 2019 14:08 241

ყანდაურაში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა

 

 

ყანდაურაში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი 76 წლის ქალი გარდაიცვალა. ელზა გამყრელიძე, თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. 

გამოძიების ინფორმაციით, 3 მაისს, 76 წლის ქალი 85 წლის ქმარმა თავში არეში დაჭრა. ქალი თავდაპირველად საგარეჯოს საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი თბილისში გადმოიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძეს ბრალად ედება 4 ადამიანის მკვლელობა - შვილის, რძლის და ორი მეზობლის.

გამყრელიძეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მომხდარზე გამოძიება გამყრელიძის წინაღმდეგ ორი მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა ტარებას.