12 ივნ 2019 14:46 414

ზაზა სარალიძე მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის პეტიციას უერთდება

 

 

 

ზაზა სარალიძე პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მოთხოვნას უერთდება და ხელს აწერს იმ პეტიციას, რომელიც მაჩალიკაშვილის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

ცოტა ხნის წინ ზაზა სარალიძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ სპეციალურ ბლანკზე მისი ინიციალიები - ზ.ს. წერია.

აღნიშნული ფოტო ზაზა სარალიძემ „ფეისბუქზე“ მთავარ ფოტოდ დააყენა.

×