12 ივნ 2019 17:26 453

„დარწმუნებული ვარ, შენს საყვარელ მხარეს ისე მოუვლი, როგორც მე 8 წლიდან!“ - ნინი ქარსელაძე ზურა ხაჩიძეს

 

 

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ მომღერალ ზურა ხაჩიძის დანიშვნას მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ჩემი ბიჭი. დარწმუნებული ვარ, შენს საყვარელ მხარეს ისე მოუვლი და გადაყვები, როგორც მე 8 წლიდან!!!
წარმატებები. მიყვარხარ!”, – წერს ნინი ქარსელაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

 

შეგახსენებთ, რომ მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის მოადგილედ დაინიშნა. ხაჩიძე ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება.

 

plus.kvira.ge

×