21 ივნ 2019 00:54 9221

"ადვილი საყურებელი არ არის, ხალხის მიერ პოლიციელების თრევა და დამცირება..."

 პარტია "სამართლიანობისთვის" პოლიტ. საბჭოს წევრი, გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში წერს:

 

"ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯიუტად გატარებული საკადრო პოლიტიკით ქვეყანაში ქაოსი და უსამართლობის განცდა შეიქმნა...
დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარება უკონტროლო გახდა, რაც ხელისუფლების მხრიდან გამოხატული არაპროფესიონალიზმის და პოლიტიკური უმწიფრობის შედეგია...

 

 

 


ხელმძღვანელობის არასწორი დავალებების გამო პოლიციის მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე ხალხმა აგრესია პოლიციის მიმართ გადაიტანა და ფიზიკურად გაუსწორდა, რაც პოლიციის იმიჯზე და ავტორიტეტზე ცუდად მოქმედებს.

 

 

 


ჩემთვის როგორც ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი წარმომადგენლისათვის ადვილი საყურებელი არ არის ხალხის მიერ პოლიციელების აქეთიქეთ თრევა და დამცირება... საზოგადოების და პოლიციის ერთმანეთის მიმართ ასეთ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ვერ აცდება...
ეს დასასრულის დასაწყისია ხელისუფლებისათვის..."

 

 

 

 

×