22 ივნ 2019 15:22 11972

"ბატონო ბიძინა, ნებით არ დათმობ და ხალხი დაგათმობინებს, ხალხი, რომელიც მოატყუე!""

პარტია 'სამართლიანობისთვის", პოლიტ. საბჭოს წევრი, გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში წერს:

"ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო...
დღეს კობახიძე დათმო "ხვალ" გახარიას გაიმეტებს...
გაფრთხილებდნენ და გაფრთხილებდით ბატონო ბიძინა ქვეყნის ბედის გულშემატკივრები დღეს უკვე ყოფილი თანამებრძოლები. გაფრთხილებდით საბოტაჟზე, ძალოვნებში მოკალათებული პირების გეგმებზე. მაგრამ დარჩა ჩვენი სიტყვა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა... 

 

 

 

ახლაკი ხალხთან დაშორებული საკუთარი თვითდაჯერებით დაბრმავებულ- დაყრუებული და მხოლოდ რამოდენიმე, ისიც არაერთგული კაცის იმედად  დარჩენილი იძულებული ხდები დათმო სხვა ბევრიც... ნებით არ დათმობ და ხალხი დაგათმობინებს. ის ხალხი რომელსაც სამართლიანობა დაპირდი და არ შეუსრულე. მოატყუე. ხელისუფლებაში მყოფმა ძალაუფლების  ტრფობაში შესულმა შენმა რჩეულმა გუშინ ქართველ ხალხს ცრემლსადენი გაზი არ აკმარა და რეზინის ტყვიებით და წყლის ჭავლით გაუსწორდა. როცა ხელისუფლება თავის ხალხს ამ ფორმით ეპყრობა ის პოლიტიკურ მოღვაწეობას ასრულებს..."

 

 

 

 

×