26 ივნ 2019 16:15 1663

კაცი, რომელიც დღეს ყაჩაღობის ფაქტზე დააკავეს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილეა (ფოტო)

 

 

მაღაზია “აიპლიუსში” თავდასხმისა და თანამშრომელი გოგონას მძევლად აყვანისთვის დააკავეს 31 წლის ნოდარ რაფავა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოდიოდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ რაფავა  მიმდინარე წლის 26 ივნისს, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია “iplus”-ში შეიჭრა, რის შემდეგაც, გამყიდველს – თ. კ.-ს ძალადობის და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფული და ტელეფონი მოსთხოვა. ბრალდებულმა დააზიანა მაღაზიის ინვენტარი და გასაყიდი საქონელი. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ.რ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
 
 
გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე მიმდინარეობს სსკ-ს 144-ე და 187-ე მუხლებით.