11 ივლ 2019 22:01 568

" 2 საათნახევრის განმავლობაში ძალოვანებს ჰქონდათ ბრძანება, მხოლოდ ცოცხალი ჯაჭვით დაეცვათ პარლამენტის შენობა" და ხალხის ჯანმრთელობა“

 

 

"ეს იყო აქცია, რომელიც დაიწყო 7 საათზე და რომელიც 10 საათამდე იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი.

ამ აქციაში მონაწილეობას იღებდა 15 000-ს ადამიანზე მეტი. რაღაც მომენტში, კონკრეტული პოლიტიკოსების, მათ შორის პარლამენტის წევრების მოწოდების საფუძველზე აქცია გახდა ძალადობრივი. ამ მომენტიდან პოლიციას ჰქონდა ყველა სახის სპეციალური საშუალების გამოყენების სრული ლეგიტიმური უფლება. თუ გვინდა, რომ ჩვენი საუბარი იყოს ადეკვატური და ობიექტური, უნდა შევთანხმდეთ რამდენიმე თემაზე და ამაზე ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, სხვანაირად ჩვენ საუბარი არ გამოგვივა. როდესაც ფიზიკური შეტევა, ორგანიზებული, სისტემური მიგვაქვს პოლიციაზე და სახელმწიფო ინსტიტუტზე, აქ უკვე პოლიციას უფლება აქვს კი არა - ვალდებულია გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, რამეთუ არ დაუშვას ქვეყანაში ინსტიტუციური ჩამოშლა და სამოქალაქო დაპირისპირება. როგორც კი რამდენიმე ფლანგიდან ორგანიზებული შეტევა მიიტანეს პარლამენტის შენობაზე, კონკრეტული პოლიტიკოსების მოწოდების საფუძველზე, ეს აქცია გახდა ძალადობრივი. რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ ყველა ამ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას. ამ აქციაზე 10 საათიდან დაახლოებით ორსაათნახევარი, ჩემი კონკრეტული ბრძანებით, არცერთ პოლიციელს არანაირი სპეციალური საშუალება არ გამოუყენებია, ერთადერთი მიზეზით - მათ ჰქონდათ კონკრეტული ბრძანება, მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალი ჯაჭვით დაეცვათ პარლამენტის შენობა და დაეცვათ ამ ხალხის ჯანმრთელობა.

რა მოხდა ამ ორსაათნახევრის განმავლობაში? იმ პოლიტიკოსების და სისტემური ორგანიზებული ჯგუფების შეტევის შედეგად პოლიციელებს გასტაცეს 300-ზე მეტი ფარი, 30 პოლიციელი ორგანიზებულად გაიტაცეს მასაში. ამას ხომ ყველა ხედავდა?! არცერთი ნაბიჯი პოლიციას პარლამენტის პერიმეტრს მიღმა არ გაუკეთებია ორსაათნახევარი, მას შემდგომ რაც დაიწყო ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე. როდესაც პოლიციისთვის გახდა შეუძლებელი ფიზიკურად თავის დაცვა, როდესაც პოლიცია უკვე ვეღარ ახერხებდა, იმიტომ, რომ ფარები არ ჰქონდათ (300-ზე მეტი ფარი არის გატაცებული და ამას გამოძიება ყველაფერს დაადგენს) - ამის შემდგომ პოლიცია გახდა იძულებული გამოეყენებინა ის სპეციალური საშუალებები, რომლებიც აბსოლუტურად კანონიერად მას ჰქონდა აღჭურვილობაში" - 20 ივნისის დარბევის  ღამის ქრონოლოგია ასე ჩამოაყალიბა გადაცემა "რეაქციაში" გიორგი გახარიამ. 

×