11 ივლ 2019 22:48 1066

"გაშლილი ხელებით, ასეთ დისტანციაზე მისვლა შს მინისტრთან, ცუდი დაცვა ჰყოლია მინისტრს, ჩემო ირმა"!

 

ჟურნალისტი, თამო კეშელავა, ცოტა ხნის წინ, ტვ "პირველზე" გასულ, გადაცემა "რეაქციაში" შს მინისტრ გახარიასთან ინტერვიუს, ასე ეხმიანება:

 

"თუ არ შეგიძლია გაიაზრო რა კითხვები დასვა ხიდაშელმა, თუ უნდა წაიკითხო სამჯერ და დააყოლო, ასე თქვაო და... - ამაზე პასუხს ვერ მიიღებ და უნდა იცოდე!
თუ არ შეგიძლია დაჯდე და გადახედო კანონებს, კონსულტაცია გაიარო იურისტთან - არ უნდა დაჯდე ეთერში.შს მინისტრის მოწინააღმდეგედ ხალხის სახელით!
თუ არ შეგიძლია შს მინისტრის ბოლო 21 დღის ინტერვიუები მოისმინო და მერე მიხვდე, რომ გატყუებს, ტყვიებზე მაგალითად და არა მხოლოდ - არ უნდა გქონდეს ინტერვიუს ჩაწერის პრეტენზია!
თუ არ შეგიძლია, მინისტრს ჰკითხო - როგორ მოხდა, რომ კანონმა მისცა საშუალება, გავრილოვი ოფიციალური ვიზიტით შემოეშვა და იგივე კანონის პირობებში, რატომ განაცხადა, რომ როგორც ტურისტს - საზღვის გადმოკვეთის უფლებას არ მისცემს - რა აზრის აქვს ასეთ ინტერვიუს?
როცა სვამ კითხვას: - რატომ არ დაიშალა მიტინგი წყლის ჭავლით და არ გპასუხობს და არ იმეორებ, და კიდევ არ იმეორებ იგივე კითხვას - ვისთვის წერ მაშინ ამ ინტერვიუს?
როცა მინისტრი ამბობს, არაერთ ტყუილს შენივე გადაცემაში და მე დავწერ ამ ტყუილებზე - ვერ იგებ, არ იგებ, ყურშიც არავინ გეუბნება?
როცა, ის შს მინისტრი გყავს სტუმრად, რომელსაც ბრალს სდებენ, რომ ჟურნალისტების დაზიანების პირდაპირი ბრძანება ჰქონდა გაცემული და ამასაც არ ეკითხები - რატომ წერ ინტერვიუს?
როცა მინისტრი ამბობს, რომ საავადმყოფოში მყოფ მამაკაცს, ტყვია კი არა, ბლაგვი საგანი ჩაარტეს და იქვე აღიარებს, რომ აქციის დროს და იქვე ამბობს, რომ არც ერთი პოლიციელი არ არის დაკავებული - სხვა კითხვას რატომ სვამ? ამომწურავი პასუხი მიიღე?
რატომ აძლევ სხვა პასუხის გაცემის საშუალებას?
და რას ნიშნავს ამ არხს დათანხმდა ინტერვიუზე?
ვის უთხრა უარი, იმედს? საზოგადოებრივს?
ხოო...
ნეტა, რატომ?
ნეტა, რატომ უშვებენ იმედიდან ჟურნალისტებს?
ვინ მოითხოვა გახარიას ინტერვიუ?
ინგამ, თუ გახარიამ?
ვის და რას არგო ამ ინტერვიუმ?
გააჩნია რა უნდა ივანიშვილს, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა - ეს სწორი სვლაა!

ხოდა, თუ მხოლოდ იმის დამტკიცება გინდა, რომ "მაგარი ქალი" ხარ, შეგიძლია ფამილარულად მოიქცე ყველასთან, მათ შორის მინისტრთან, ხმას აუწიო, მიახტე და შეგრჩეს - მაშინ, ხო! მაშინ, გავიგე!
ისე, გარდა იმისა, რომ უადგილო იყო, ასევე აკრძალული ილეთი იყო, გაშლილი ხელებით ასეთ დისტანციაზე მისვლა შს მინისტრთან და ცუდი დაცვა ჰყოლია, ჩემო ირმა!

და ბოლოს, შეიძლება ეგრე შენც გგონია, რომ არ "ტყუიხარ" და გახარიაც იგივეს ფიქრობს თავის თავზე, მაგრამ - ორიდან ერთი ტყუის, მინიმუმ - ერთი ტყუის, ასე, გრამატიკულად და ლექსიკურად გამართულად, ტყუის, ტყუის, ტყუის!"

×