11 ივლ 2019 23:11 557

„ვინ გაწვდით ამ ინფორმაციას, მას ტყვია საერთოდ არ აქვს მოხვედრილი”

შს მინისტრის თქმით, 46 წლის დავით გრიგორიანს, რომელიც აქციაზე მიღებული ტრავმების გამო 10 დღე კომაში იყო, ტყვია საერთოდ არ მოხვედრია. 

„ვინ გაწვდით ამ ინფორმაციას, მას ტყვია საერთოდ არ აქვს მოხვედრილი. მას არ აქვს დაზიანება ნასროლი ტყვიით. დავით გრიგორიანს ტყვიით მიყენებული დაზიანება არ აქვს. როცა ვიღაც საუბრობს დათვის და კიდევ რაღაც ტყვიებზე, ეს არის სიცრუე. ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი", - განაცხადა მინისტრმა.

20 ივნისს პარლამენტის წინ აქციის დაშლის დროს დაშავებული 46 წლის დავით გრიგორიანი მართვითი სუნთქვის აპარატიდან 30 ივნისს მოხსნეს.

×