12 ივლ 2019 01:11 943

"ტანსაცმელი, სათამაშოები, წიგნები, საკვები - 2 წლის და 5 წლის ბავშვებს დახმარება სჭირდებათ!"

ჟურნალისტი, ნინო განუგრავა, სოციალური ქსელით, ორი მცირეწლოვანისთვის დახმარებას ითხოვს:

 

 

"მეგობრებო ორი წუთი ვითხოვ თქვენს ყურადღებას..

ხოდაბუნებში, ჩვენს მეზობლად ოჯახი ცხოვრობს.. დედა.. მამა.. და ორი მცირეწლოვანი ბავშვი (2 წლის და 5 წლის)
ისე მოხდა, რომ შარშან დედა დაიჭირეს და 4 წელი მიუსაჯეს.. ჰოდა დარჩა მამა ამ ბავშვებით მარტო.. სრულიად მარტო.. საერთოდ არავინ ყავთ.. უტრანსპორტობის გამო ვერც ბაღში დადიან და ვერც ვერსად.. მამაც ვერ ახრხებს მუშაობას, იმიტომ რომ ბავშვებს ვერ ტოვებს..

მოკლედ უკიდურესად მძიმე დღეშია ეს ხალხი.. რაც ყველაზე მეტად მაგიჟებს ბავშვების მდგომარეობაა..
მეზობლები ვახერხებთ, რომ მშივრები არ იყვნენ, თუმცა იცით რამდენი რამე სჭრდება ოჯახს,  მითუმეტეს როდესაც ასეთი პატარები გყავს..

ამიტომ ყველას გთხოვთ..ვისაც რისი საშუალება გაქვთ.. ფულზე არ არის ლაპარაკი.. ტანსაცმელი (ბიჭი ორი წლის.. გოგო 5 წლის), სათამაშოები.. წიგნები.. საკვები.. ყველრაფერი მნიშვნელოვანია მათთვის.. ჰოდა დავეხმაროთ  რააა..

ვისაც სურვილი გექნება პირადად დამიკავშირდით და თავად ვუზრუნველყოფ მათთვის მიწოდებას..

მადლობა წინასწარ.. თუ გაავრცელებთ უფრო მეტად დავეხმარებით.."

 

 

 

 

 

×