12 ივლ 2019 02:27 770

"იმდენად ობიექტურად იძიებს ეგ კაცი საქმეს, თავსაც დაიჭერს, მგონი!"

იურისტი, ღვთისმეტყველი,  აკაკი რეხვიაშვილი, სოციალური ქსელით, გახარიას დღევანდელ ინტერვიუს ეხმიანება:

 

"ისე რა გინდა რითი ვარ უკმაყოფილო  გახარიაზე?
კაცმა თქვა ყველაფერს გამოვიძიებ და წავალ თუ დამნაშავე ვიქნებიო, აი უკვე გამოძიების შედეგებიც:
გაარკვია რომ ბრძანებაზე ხელი თითონ მოუწერია;
 გაარკვა რომ ტყვიები სიცოცხლის მომსპობი ყოფილა;
 ეხლა ალბათ მალე გაარკვევს რომ ეს საშინელი ტყვიები ქოც მთავრობის მიერ არის შეძენილი, მერე იმასაც გაარკვევს თურმე პუტინის ბრძანებით მოუწერია ხელი მიტინგის დაშლაზე,  იმასაც გაარკვევს რომ თურმე გავრილოვი არ უნდა შემოეშვა საზღვარზე და უნდა მიემართა სათანადო ზომებისთვის და კიდევ იმასაც  რომ გავრილოვიც პუტინის ბრძანებით შემოუშვა .....
ისე რომ ვაკვირდები იმდენად ობიექტურად იძიებს ეს კაცი საქმეს, მემგონი თავსაც დაიჭერს...
გაჩერდი შე კაცო შენი ციხეში ჩასმა არ გვინდა, თორემ რა გაუძლებს ქართული ოცნების პოლიტიკოსების ტრაბახს , ჩვენს მიერ დამკვიდრებულმა დემოკრატიამ გააოცა მთელი   მსოფლიო შსს მინისტრმა თავად ჩაატარა გამოზიება და თავიც დაიჭირაო, ამ ფაქტის შემდეგ ალბად დამკვიდრდება პოლიტიკაში და ფსიქოლოგიაში ტერმინი გახარიალიზმი და გახარიას სინდრომი, რომლის მსგავსი არც მანამდე და ალბათ არც არასოდეს იქნება...
მოკლედ ქართული ანდაზისა არ იყოს თაგვმა თხარა თხარაო კატა გამოთხარაო ასე მოსდის გახარიას.... უბრალოდ გადადგე არ შეგიძლია შე უპატრონო?!"

 

 

 

 

×