16 ივლ 2019 23:52 7181

"პირდაპირ თქვით, რომ სიტყვა "დედა-ენა" გაღიზიანებთ და მორჩით წიოკს!"

რეჟისორი, ბექა რამიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

 

 

 

"ზოგიერთი იდიოტის გასაგონად - "დედა-ენა" სიტყვები კი არაა, უნიკალური სისტემაა რომელიც  უადვილებს წერა-კითხვის შესწავლას ბავშვს და ასოების დამახსოვრებას ინტუიციურ დონეზე. შექმნის დღიდან ბოლო მომენტამდე ეს სახელმძღვანელო ადაპტირდებოდა ყოველ ახალ გამოცემაში და ბავშვებს მიეწოდებოდა მათთვის გასაგები ეპოქალური ენით. უცვლელი იყო მხოლოდ სისტემა რომელიც ისეთივე უნიკალურია პედაგოგიკაში, როგორც ვთქვათ "ღრუსი ოკუპანტი" სტანისლავსკის სისტემა თეატრალურ სამყაროში მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ შეეშვით ზოგიერთი ბრიყვი მიზანმიმართული სიდამპლის  აყოლას - "რაღა დროს გოგებაშვილის დედაენააო" და იმ სახელმძღვანელოებს გადახედეთ რითაც აქამდე სწავლობდნენ პირველკლასელები!
ან პირდაპირ თქვით რომ სიტყვა "დედა-ენა" გაღიზიანებთ და მორჩით წიოკს!"