07 ივლ 2017 21:20 50972

„ლისის ტბაზე არის ეპიდემია! ჩემს მეგობრებს უკბინა ტკიპამ, რის შემდეგაც დაემართათ რთული ინფექცია!“

ინტერნეტმომხმარებელი ლილე გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:


„ჩემს მეგობრებს ლისის ტბაზე უკბინა ტკიპამ, რის შემდეგაც დაემართათ რთული ინფექცია ბორელიოზი. როგორც ვიცით ამ მოკლე დროში ძალიან ბევრს დაემართა იგივე ლისის ტბაზე.
ინფორმაციის გასავრცელებლად და შეწამვლითი სამუშაოებისთვის დავუკავშირდით თბილისის მერია / Tbilisi City Hall -ს, გადაგვამისამართა გარემოს დაცვის სამინისტრო-სთან, რომელმაც გვითხრა დავკავშირებოდით სოფლის მეურნეობის სამინისტრო / Ministry of Agriculture of Georgiaს, ამ უკანასკნელმა გადაგვამისამართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან, National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) რომელმაც საბოლოოდ გვითხრა რომ ისინი მხოლოდ საიტის მეშვეობით ავრცელებენ ინფორმაციას, როგორ ვებრძოლოთ ტკიპას. დაავადების გამოსავლენად სარწმუნო ანალიზები საქართველოში არ კეთდება, საჭიროებს სისხლის საზღვარგარეთ გაგზავნას!
პ.ს. რეალურად ლისის ტბაზე არის ეპიდემია რაც არცერთ უწყებას არ აინტერესებს!!!!!!! გთხოვთ გაავრელოთ ინფორმაცია იქნებ ჩვენ დავეხმაროთ ერთმანეთს“