12 აგვ 2019 04:26 10112

,,აი, რა დავალებებს აძლევდა ნიკა გვარამია თავის ჟურნალისტებს”

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,რა დავალებებს აძლევდა ნიკა გვარამია რუსთავი 2-ში თავის ჟურნალისტებს.

1. გაავრცელეთ დეზინფორმაცია ოპონონტებზე რათა მათ თავი იმართლონ ვინც ტალახში ამოსვარეთ.

2. სისტემატური დევნა კამერებითა და მიკროფონებით, სიუჟეტების კეთება გამოგონილ ამბებზე  გამოიწვევს ოპონონტების ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ განადგურებას, რის შემდგომ ის პარალიზებულია და ჩამოცილებული პოლიტიკურ სარბიელს .

3. ყოველდღიური დეზინფორმაციების გავრცელებით ხალხი დააჯერეთ თქვენს მიერ მოგონილ ტყუილებში.

4. მოუწყვეთ პროვოკაცია არასასურველ სუბიექტებს რათა ისინი მოძალადეებად და ჰომოფობებად წარმოაჩინოთ.

5, მოიგონეთ ისეთი ბინძური ინფორმაცია მოწინააღმდეგეზე რომელიც შემდგომ საქმის კეთების ნაცვლად კარგა ხანი თავის მართლების რეჟიმში იქნება.

6, საღამოს როცა მხოლოდ  თანამოაზრეებს მოისვამთ სტუდიაში ბოლომდე გადაუარეთ და გათელეთ ყველა ის ვინც ეწინააღმდეგება ჩვენ პოლიტიკურ ძალას. 

აი ამას ეძახით თავისუფალ სიტყვას ნაცსექტანტებო და ფსევდოლიბერალურო ელიტავ?”