13 აგვ 2019 18:42 1087

"ირაკლი ოქრუაშვილმა რ-2 თან დაკავშირებით ბევრი ტყუილ-მართალი ილაპარაკა"

ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი ფეისბუქზე წერს :

"
ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ.

2004 ელს ბიძინა ივანიშვილმა გადაიხადა 7 მილიონი $ "რუსთავი–2"–ში. ახლა კი,  მგონი მეორედ ყიდულობს
თავის ქონებას...

 ეს  ინფორმაცია, ორმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა  წყარომ მომაწოდა.
ირაკლი ოქრუაშვილმა „რუსთავი–2“–თან დაკავშირებით, ბ
ევრი–ტყუილ მართალი ილაპარაკა, მაგრამ ერთი ნაღდი თქვა. ბადრი პატარკაციშვილი მართლა აპირებდა „რუსთავი–2„–ის შეძენას და მას  ბეს სახით, 800 000 დოლარი, ვანო ჩხარტიშვილის ხელით, უკვე გადაცემული ჰქონდა  ეროსი კიწმარიშვილისთვის. ეს გაიგო მიხეილ სააკაშვილმა და მიხვდა, რომ პატარკაციშვილს,  მასთან ბრძოლისთვის სჭირდებოდა ტელევიზია და არა, როგორც ბიზნეს–აქტივი. სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ პატარკაციშვილს არ ეყიდა ტელევიზია, მაგრამ მას თანხა სჭირდებოდა, რათა ეს გარიგება ჩაეშალა.  ამ გარიგების შესახებ, ბიძინა ივანიშვილს თავად სააკაშვილმა უთხრა, ის საჩხერეში იყო და ტელეფონით ესაუბრა. შემდეგ მასთან საჩხერეში ჩავიდა ვანო მერაბიშვილი. საჩხერიდან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა, „ქართუ ბანკიდან“ გამოიტანა 7 მილიონი დოლარი და ეს თანხა, სააკაშვილის თანდასწრებით, ირაკლი ოქრუაშვილს გადასცა. მაშინ ივანიშვილი და პატარკაციშვილი დაპირისპირებუელები იყვნენ, ივანიშვილი აფინანსებდა სააკაშვილის ხელისუფლებას და არ დაუშვებდა, რომ პატარკაციშვილს ეს ტელევიზია ეყიდა, მით უმეტეს, მას უკვე ჰქონდა ერთი ტელევიზია „იმედი“ და  ივანიშვილსა და სააკაშვილს ჰქონდათინფორმაცია, რომ პატარკაციშვილი პოლიტიკურ აქტიურობას დაწყებას აპირებდა. შესაბამისად, ლოგიკურია,  რომ ირაკლი ოქრუაშვილმა „რუსთავი–2“–ის დამფუძნებლებს, აქიმიძეს, დვალსა და კიწმარიშვილს თანხა გადაუხადა ტელევიზიის წილების სანაცვლოდ. აბა, სად  წაიღებდა ოქუაშვილი იმ ფულს?  თუმცა, აქვე იმასაც დავძენ, რომ  მათ, სავარაუდოდ,  იმაზე ნაკლები გადაუხადეს, ვიდრე ბადრი პატარკაციშვილი აძლევდა. სამივენი, ზეწოლის შემდეგ დაიყოლიეს იმაზე ნაკლებ  თანხაზე,  რამდენსაც   მათ პატარკაციშვილი უხდიდა  ტელევიზიის სანაცვლოდ. პატარკაციშვილს  სამ ეტაპად 20 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა.  თავად ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, იმ დროისთვის „რუსთავი–2“–ის რეალური ღირებულება 20 მილიონი დოლარი იყოო.  ასევე, ჩემთვის ცნობილია, რომ „რუსთავი2“–ის მეპატრონეებმა, ირაკლი ოქრუაშვილს ზუსტად იმდენი მოსთხოვეს ტელევიზიის სანაცვლოდ, რამდენსაც პატარკაციშვილი იხდიდა–20 მილიონი. თუმცა, ეს თანხა მათ ვერ მიიღეს. ბედ აღებული 800 000 დოლარი, კიწმარიშვილმა ისევ ჩხარტიშვილის ხელით გაუგზავნა უკან პატარკაციშვილს."