13 აგვ 2019 21:10 980

"რატომ იწყებთ პიარს წამგებიანი სვლით?"

ყოფილი პარლამენტარი გოგი ლორთქიფანიძე ფეისბუქზე წერს :

"ის პატივცემულებო, პოლიტიკას სხვა პიარი ჭირდება და ბიზნესს სხვა.
რატომ იწყებთ წამგებიანი სვლით?
საქართველოში ღირსება ძალიან პიროვნული ცნებაა და როცა ქართველს ეუბნები, რომ ღირსეულ საქართველოს აგიშენებო, მისთვის ეს ასოცირდება მის პიროვნებასთან.
ანუ თქვენ ამით ქართველებს ეუბნებით ეხლა ღირსება არა გაქვთ და ჩვენ დაგიბრუნებთ ღირსებასო, ეს კი საშინლად აღიზიანებს ჩვეულებრივ და არაჩვეულებრივ  ამომრჩეველს...
ხოლო  მოწინააღმდეგე დაგიჭერს ამ სიტყვაზე და ამუშავებს შენს საწინააღმდეგოდ.
ეგ უკვე 0:1-ია და თან ჯერ მსაჯს სასტვენისთვის არ ჩაუბერავს.

აგე, როგორ  უხდება ადამიანს რაჭის ჰაერი, ხომ დავწერე უცებ მინი პიარ შეგონება.
პ.ს.
ისე "ქართული ოცნების" დასახელება როგორ უნდა ამუშაოთ ანტი პიარზე ეგეც ვიცი, მარა მაგას ჩემთვის ვინახავ."