15 აგვ 2019 19:27 5330

"ბოლო-ბოლო დადეთ დოკუმენტი რას მოაწერა სააკაშვილმა ხელი... რას გვაგლიჯავთ ნერვებს?!"

 

 

უფლებადამცველი სოფო ხორგუანი სოციალურ ქსელში წერს:

 

"ბოლო-ბოლო დადეთ ის დოკუმენტი, რას მოაწერა ხელი სააკაშვილმა და სად გადის ე.წ. გამყოფი ხაზი, ატვირთეთ რუქა, რად გვაგლიჯავთ ნერვებს?! თქვენ თუ ხართ მაზოხისტები, ჩვენ არ ვართ სადისტები, არა. არც ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევის გვეშინია და არც სიმართლისთვის თვალის გასწორების. ეს ვითომ ჩახუჭუჭუბული პიარ-სტრატეგიები ისეთებს მაინც აწერინ-აგეგმინეთ, ვინც სტრატეგიისა და ტაქტიკის განსხვავებას შეძლებს ფხიზელი გონებით.ფილმებისა და შეხსენებების გარეშე გვახსოვს, რაც იყო და როგორც იყო 2008 წლის აგვისტოში, საკუთარ ტყავებზე გადავიტანეთ და იმიტომ მოვიშორეთ უპასუხისმგებლო ხელისუფალი, იმიტომ და თქვენც იმდენს იზამთ, სწორედ უპასუხისმგებლობის გამო მოგიშორებენ".