19 აგვ 2019 07:50 482

8 დაშავებული და ერთი დაღუპული - საზარელი ავარია გურიაში

 

 

გურიაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა ქალი, 8 ადამიანი კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.