19 აგვ 2019 10:45 910

გედევან ფოფხაძემ ეკა ბესელიას პარტია დატოვა?

 

 

გედევან ფოფხაძემ ეკა ბესელიას პარტია დატოვა. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

„არ დაუდასტურებია მას ეს ინფორმაცია და ვერც მე დაგიდასტურებთ, არ ვიცი საიდან მოიტანეთ“,- ამბობს ბესელია „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას.

პარტიამ „სამართლიანობისთვის” ყრილობა 20 ივნისს გამართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ - ეკა ბესელია, გენერალური მდივნად – გედევან ფოფხაძე, ხოლო პოლიტიკურ მდივნად ზვიად კვაჭანტირაძე აირჩიეს.