19 აგვ 2019 11:57 855

სუს-ი ბიძინა გეგიძის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით

 

 

ბიძინა გეგიძის გამოკითხვაზე დაბარება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება" ,  – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.

„ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებში ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულია ანტიკორუფციულ სააგენტოში 2019 წლის 19 აგვისტოს 11:00 საათზე.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა გეგიძეს უწყება თავდაპირველად გაეგზავნა და ჩაბარდა 3 მაისს, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. მეორედ მას უწყება 17 აგვისტოს ჩაბარდა.

აღნიშნული გამოძიება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება“, – აცხადებენ სუს-ში.

 

1tv.ge