19 აგვ 2019 13:08 481

"როცა გადავწყვეტ, გაგაფრთხილებთ" - აპირებს თუ არა პრეზიდენტი გუგუტიანთკარში ჩასვლას

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე, რატომ არ გააკეთა ამ დრომდე განცხადება გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებზე ამბობს, რომ განცხადება უნდა იყოს სერიოზული და არა ქუჩაში გაკეთებული.

აპირებს თუ არა გუგუტიანთკარში ჩასვლას პრეზიდენტი პასუხობს:  "ყველაფრის შესახებ გაგაფრთხილებთ, როცა გადავწყვეტ განცხადების გაკეთებას ან სხვა უფრო სერიოზულ საქმეს... ვიცი და ამაზე ვმუშაობ. სერიოზულად მუშაობს მთავრობა და მეც ვარ ჩართული" , - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი "კურიერთან" საუბრისას.

დღეს გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ.