19 აგვ 2019 14:44 484

ლაგოდეხში ავარიას მერიის თანამშრომელი ემსხვერპლა

 

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ავარიას ნინიგორის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი მამუკა სულაქველიძე ემსხვერპლა. მასთან ერთად ავტომობილში კიდევ ორი მგზავრი იყო, რომელბიც უვნებლად გადარჩნენ.

დაღუპულს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.


Read more at https://www.primetime.ge/news/1566207628-%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%90#Js0YPBF8JAHwds0o.99