08 სექ 2019 18:52 12439

"უღალატეთ ხალხს, თანამებრძოლებს, 1 ოქტომბრის ფასეულობებს"

გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, პოლიტიკური გაერთიანება "სამართლიანობისთვის" პოლიტ. საბჭოს წევრი, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, გახარიას პრემიერად დამტკიცებას ეხმიანება:

 

 

 

"გახარია ვერასოდეს მიხვდება 1 ოქტომბრის ფასს!
ამიტომაა იგი სირცხვილი, იმ ხელისუფლების, რომელი ხელისუფლებაც 1 ოქტომბერს ავირჩიეთ!
მართველი გუნდიდან, უკვე მხარს უჭერენ და აქებენ ისეთებიც, რომლებსაც  არ მოსწონდათ და გმობდნენ მის საქმიანობას.

 



მაშინ ცდებოდით თუ ახლა?
უპრინციპობა - სავიზიტო ბარათი გახდა!
ხოდა, რა დავიჯერო ამ უპრინციპო, არაგულწრფელი ადამიანების... ნაციონალებს ერთ წელში დაასრულებთ, თურმე! ჰმ!
7 წელი ვინ გიშლიდათ?
თქვენ ვერავის დაასრულებთ.
თქვენ - მართველ გუნდს და ნაცბანდას საზოგადოება დაგასრულებთ 2020-ში
რადგან ხალხს უღალატეთ, თანამებრძოლებს
უღალატეთ, დანაპირები
დაივიწყეთ, დაივიწყეთ 1 ოქტომბრის ფასეულობა!

 


პ.ს აბანოში ყველა გამოჩნდა..."