11 სექ 2019 12:19 201

სამშენებლო კომპანია “სვეტის” ბინებს M2 დაასრულებს

 

 

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, სამშენებლო კომპანია M2 “სვეტის” მიერ დაწყებულ მშენებლობას დაასრულებს.
მერი ამბობს, რომ დაახლოებით 2500 ოჯახი ბინას მიიღებს.

 


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის დღეს გაფორმდა.