11 სექ 2019 12:31 218

საჯარო სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი შესაძლოა გადაიდოს

 

 

საჯარო სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი, შესაძლოა გადაიდოს, რადგან სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობია, რომელიც ამ დრომდე არ დასრულებულა.

რამდენ დაწესებულებას მოუწევს სასწავლო პროცესის გადადება უცნობია.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სკოლების ჩამონათვალის შესახებ ინფორმაციას, მინისტრის ბრძანების შემდეგ, მიმდინარე კვირის ბოლომდე გაავრცელებენ.

საჯარო სკოლებში სწავლა 16 სექტემბერს უნდა დაიწყოს.