11 სექ 2019 12:51 417

პეკინზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა - ადვოკატი

 

 

თბილისში, პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ალექსი გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, ეს გარემოება თამარ საძაგლიშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამორიცხავს. 

ადვოკატის განცხადებით, საძაგლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა 100 იმ საავადმყოფოდან წამოიღო, სადაც ბრალდებული მკურნალობდა. 

ცნობისთვის, პოლიციამ 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი 28 აგვისტოს დააკავა. ქალმა მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები 27 აგვისტოს საღამოს მიაყენა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერპრესნიუსი