11 სექ 2019 13:38 1269

„კრამერს დემოკრატიის ნიღაბი ჩამოძვრა და გამოჩნდა ის ვისაც და რასაც ის სინამდვილეში წარმოადგენს“

 

 

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„რასმუსენის წინადადება აქტუალური იქნებოდა ალიანსის მიერ მისი შემოთავაზების შემთხვევაში ოფიციალურად.
ახლა ეს მხოლოდ კერძო პირის მიერ გამოთქმული მოსაზრებაა და რაც ნაკლებად გამოვლანძღავთ ერთმანეთს არარსებული ალტერნატივის გამო, მით უკეთესი.
რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს,
სოროსისა და მაკკეინის ფრთის, ანუ ნეოკონების არაბუნებრივი კავშირი საქართველოში ნეტად არასასურველ ფორმებში ვლინდება
ეს უაღრესად აგრესიული გლობალისტური კონგლომერატი ყველა სახელმწიფოში თავის გუგულის კვერცხებს დებს.
გამოჩეკილი გუგული-ბოკერიები კი ადგილობრივ ბარტყებს ბუდიდან აგდებენ.
ასეთი დაფრთიანებული ბარტყები შეიკრიბენ “რუმსში”
ამ დროს ამ გუგულის ბუდეს ირმა ინაშვილმა გადაუფრინა.
კომფორტის ზონაში ყოფნას მიჩვეულ კრამერს ამის გამო დემოკრატიის ნიღაბი ჩამოძვრა და გამოჩნდა ის ვისაც და რასაც ის სინამდვილეში წარმოადგენს“.